ავტორი:

"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას!" - ვინ არის ნიკა კვეკვესკირის ულამაზესი მეუღლე: ფეხბურთელის ოჯახური იდილია

"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას!" - ვინ არის ნიკა კვეკვესკირის ულამაზესი მეუღლე: ფეხბურთელის ოჯახური იდილია

საქართველოს ნაკრების საბერაძნეთან ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთ შემოქმედს ნიკა კვეკვესკირს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. ფეხბურთელის მეუღლე სალომე ბებუაა. სალომეც აფხაზეთიდან დევნილია. იგი პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია. წყვილს 2 გოგონა ჰყავს. ნიკას და, ნინო კვეკვესკირი სოციაურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას, მიყვარხართ!“, - წერს ნინო კვეკვესკირი.

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის გზა წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. მისი ოჯახი აფხაზეთიდან, გალიდან არის დევნილი, რის გამოც სპორტსმენს ბავშვობიდანვე ბევრი დაბრკოლების გადალახვამ მოუწია. ომის დასრულების შემდეგ, ნიკა წლინახევრის იყო, როცა მშობლებმა ზუგდიდში ჩამოიყვანეს და ცხოვრება დევნილთა დასახლებაში განაგრძეს.

ფეხბურთელი ამბობს, რომ ყველა გოლი აფხაზეთის სახელზე გააქვს და ოცნებობს გალში დაბრუნებაზე..."ზუგდიდი ძალიან მიყვარს, თუმცა გალი მაინც სხვაა მთელი ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვისაც. თუ კარგად ვითამაშე მოედანზე, ვარიანტი არაა, ჩემ გულში ჩუმად არ ვთქვა, შენთვის, ჩემო აფხაზეთო- მეთქი". ( წყარო: ჟურნალი "ზუგდიდელები“ N 3. 2007 წ.)

ასევე იხილეთ: