მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" ტერაქტის მოწყობაში რუსეთი უკრაინას ოფიციალურად ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განცხადება აღნიშნული ბრალდების თაობაზე.
"22 მარტს ქალაქ კრასნოგორსკში ჩადენილი სისხლისმღვრელი ტერაქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, ბოლო პერიოდში არაა პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები აჩვენებს, რომ ამ დანაშაულის ყველა კვალი უკრაინამდე მიდის. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები... მოცემულ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირის დაუყოვნებლივ დაკავებასა და გადაცემაზე. ამ მოთხოვნებს შორის არის СБУ-ს მეთაურის, ვ.მალიუკის დაკავებაც." – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 22 მარტს რუსეთის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.