ავტორი:

დმანისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დმანისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დმანისში, ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.