წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს

წიგნი საუკეთესო საჩუქარია - „პალიტრა L-“ ერთგულ მკითხველს სიურპრიზებს უმზადებს

წიგნის ჩუქების თვე დაიწყო - საუკეთესო დრო, საყვარელი ადამიანი გაახარო, ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველოში კი წიგნის ჩუქების ტრადიცია 2019 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება.

მთელი თვის განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან სასურველ წიგნებს, აძლევენ აღმოჩენების გაკეთების საშუალებას, ესწრებიან ლიტერატურულ და საქველმოქმედო საღამოებს და სხვა.

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით „პალიტრა L“ მკითხველს ყოველწლიურად ანებივრებს. წელს გამომცემლობა ერთგულ მკითხველს სხვადასხვა აქტივობას შესთავაზებს. ალბათ ყველასთვის სასიხარულოდ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ გამომცემლობის ოფიციალური საიტიდან განსაკუთრებული შეძენის პირობები, რაც გულისხმობს იყიდე წიგნი შენთვის და აჩუქე სხვასაც. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ერთი წიგნის შეძენის შემთხვევაში, მკითხველი საჩუქრად მიიღებს მეორეს, რომლითაც სხვა ადამიანის გახარების საშუალება ექნება.

ასევე არ უნდა გამოგრჩეთ „პალიტრა L-ის“ ფეისბუქ გვერდი, სადაც მკითხველებს ყოველ კვირეულად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის გათამაშებებს, ამიტომ აქტიურად ადევნეთ თვალი რომ არ გამოგრჩეთ სხვა სიახლეებიც.

ტრადიციულად, „პალიტრა L-ი“ წიგნის გავრცელებისა და კითხვის პოპულარიზაციის აქტივობებში მომავალ თაობასაც ჩართავს. აპრილის თვეში დაგეგმილია ვიზიტი რამდენიმე სკოლასთან. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები შეძლებენ, ადგილზე დაუწერონ წერილები მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს და გამომცემლობის სტენდთან წარმოდგენილი წიგნები გადასცენ მეგობრებსა და პედაგოგებს პრინციპით: ვის აჩუქებდით ამ წიგნს და რატომ?!

ამ ყველაფრით გვინდა ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

#გააზიარელიტერატურადასიყვარული

R