ავტორი:

"როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, ქალმა გახდა დაიწყო..." - სტრიპტიზი რუსული ავიაკომპანიის თბილისი-მოსკოვის რეისზე

"როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, ქალმა გახდა დაიწყო..." - სტრიპტიზი რუსული ავიაკომპანიის თბილისი-მოსკოვის რეისზე

რუსული მედიის ინფორმაციით, თბილისი-მოსკოვის რეისის მგზავრმა ქალმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული, თვითმფრინავის ბორტზე სტრიპტიზი იცეკვა.

ნასვამმა ქალმა მეზობელი ისე შეაწუხა, რომ კაცი იძულებული გახდა ბორტგამცილებელთან ერთად სალონში გადასულიყო და რეისის დასრულებამდე იქ დარჩენილიყო.

დაუმორჩილებელი მგზავრი საქართველოს დედაქალაქიდან 30 მარტს 13:50 საათზე რუსული ავიაკომპანია Azimut-ის რეისით გაფრინდა.

მგზავრების თქმით, დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მან ჯერ კიდევ თვითმფრინავში ასვლამდე მიიღო, შედეგად სალონში ალკოჰოლის სუნი იდგა. "როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, ქალმა გახდა დაიწყო... ის არაადეკვატურად იქცეოდა და რაღაც მომენტში, ზედმეტად მოსიყვარულე გახდა გვერდით სავარძელში მჯდომი თანამგზავრი მამაკაცის მიმართ", - ჰყვება თვითმხილველი.

მისივე თქმით, ბორტგამცილებლები მგზავრის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

რეისის დასრულებისთანავე ურჩ მგზავრს ვნუკოვოს პოლიცია დახვდა და განყოფილებაში გადაიყვანეს.