ავტორი:

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა აღდგომა, ოჯახთან ერთად, მაიამიში, $20 მილიონიან იახტაზე აღნიშნეს - ვარსკვლავური არდადეგების ფოტოები

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა აღდგომა, ოჯახთან ერთად, მაიამიში, $20 მილიონიან იახტაზე აღნიშნეს - ვარსკვლავური არდადეგების ფოტოები

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებმა აღდგომა ოჯახთან ერთად მაიამიში 20 მილიონიან მეგაიახტაზე აღნიშნეს.

ვიქტორიამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ჩანს მისი ქმარ-შვილი და რძალი ნიკოლა პელცი რა მხიარულად ატარებენ დროს,

მზის გულზე გადაღებულ ფოტოებში 48 წლის ყოფილი ფეხბურთელი და მისი მეუღლე საზაფხულო სამოსით, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, სააღდგომო კურდღლის აბადოკებით პოზირებენ.

კიდევ ერთ სახალისო ფოტოში ნიკოლა პელცს ვიქტორიას გიფსში ჩასმული ფეხი უჭირავს. 49 წლის მოდელმა ტრავმა თებერვალში მიიღო, ვარჯიშის დროს.

სხვა ფოტოებში დევიდი შვილებთან ერთად პოზირებდა.

"ბედნიერი აღდგომა!! გვიყვარხარ და გვენატრები @romeobeckham!! კოცნას გიგზავნით ბექჰემები და პელც-ბექჰემები!",- ასე დაასათაურა ვიქტორიამ პოსტი, რომელიც თავის 21 წლის ვაჟს მიუძღვნა. როგორც ირკვევა, რომეომ დღესასწაულის ოჯახთან ერთად გატარება ვერ მოახერხა.

ფეხბურთელის ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა საზღვარგარეთაა და იახტაზე ატარებს არდადეგებს, რადგან ისინი კრუიზზე პირველად ოთხშაბათს შენიშნეს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა