ავტორი:

რა ეღირება გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები - "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

რა ეღირება გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე ბილეთები - "ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად დანიშნულ სპეციალური ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები 295 ევროდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისიდან დორტმუნდში - 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

„პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, განმარტავენ, რომ ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაბილეთების რეალიზაცია დაგეგმილ დროს, 13:00 საათზეე ვერ დაიწყო.

„ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის! ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს გაყიდვების ოფისში: რუსთაველის გამზ. 12-ში და პარტნიორ სააგენტოებში. ვებ-საიტზე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციას დამატებით გაცნობებთ“,- განმარტავენ „ჯორჯიან ეარვეისში“.