ავტორი:

რუსეთის ქალაქი ომსკი დაიტბორა - რა ხდება ქალაქში? - უჩვეულო ფოტო და ვიდეო კადრები

რუსეთის ქალაქი ომსკი დაიტბორა - რა ხდება ქალაქში?  - უჩვეულო ფოტო და ვიდეო კადრები

რუსეთის ქალაქ ომსკში თოვლის დნობის შედეგად, ეზოები წყლით დატბორა. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორც ცდილობს მოსახლეობა ნავით გადაადგილებას. ხალხისთვის ეს პრობლემა ერთგვარ გასართობადაც კი იქცა.

"წელს ქალაქში დიდი თოვლი მოვიდა, დნობის შედეგად ეზოები დაიტბორა. აქ პატარა ვენეციაა", - განუცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებას.

ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ბინების შესასვლელები არ დატბორილა და გზებზე გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა."ამაზრზენია. არც კი მინდა ვიცოდე საიდან არს ეს წყალი" - ვკითხულობთ კომენტარებში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/GWRTlG5I5Ik?si=foG9tKcbYaX6Fa0M" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>