ავტორი:

მატილდა გვარლიანი Models.com-მა საუკეთესო 50 მოდელს შორის დაასახელა - ქართველი ლამაზმანის მორიგი წარმატება

მატილდა გვარლიანი Models.com-მა საუკეთესო 50 მოდელს შორის დაასახელა - ქართველი ლამაზმანის მორიგი წარმატება

მატილდა გვარლიანი Models.com-მა საუკეთესო 50 მოდელს შორის დაასახელა. შედეგად, მატილდა გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

როგორც გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, TOP 50 მოდელში ხვდებიან ახალგაზრდა მოდელები, რომლებიც ცნობილი ბრენდების, ჟურნალებისა და ფოტოგრაფების რჩეულები გახდნენ და აქვთ შანსი მომავალში სუპერმოდელებად იქცნენ.

მატილდა გვარლიანი ბოლო წლებში ძალიან დატვირთულია. განსაკუთრებით აქტიური იყო ის 2023-2024 წლებში მსოფლიოს მთავარ მოდის კვირეულებზე და არაერთი ბრენდის რჩეული გახდა.

გარდა ამისა, მატილდა ვნახეთ Vogue-ს ნიდერლანდების გამოცემის ყდაზე.

ნახეთ ასევე: