ავტორი:

რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?

რა ეღირება ევრო 2024-ზე დასასწრები ბილეთები?

უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ევრო 2024“-ზე დასასწრები ბილეთები გამოჩნდა. უკვე ცნობილია, რომ ჯგუფურ ეტაპზე ბილეთის ღირებულება 30 ევროდან დაიწყება. ასევე იქნება 60, 150, 200 და 400-ევროიანი ბილეთებიც.

ცნობილია ისიც, რომ ბილეთების ფასები იცვლება მე-16 ტურზე, მისი ღირებულება 50 ევროდან დაიწყება და ადგილების მიხედვით იქნება 85, 175, 250 და 500-ევროიანი. მეოთხედფინალზე ბილეთის ფასები 60, 100, 200 და 700 ევრო იქნება, ნახევარფინალზე - 80, 195, 400, 600 და 900 ევრო, ხოლო ფინალზე დასაწრები ბილეთების ფასი 95 ევროდან დაიწყება, ასევე ფინალზე დასაწრები ბილეთების ფასი 300, 600, 1000 და 2000 ევრო იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა.

ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი. განაგრძეთ კითხვა