ავტორი:

Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს

Pfizer-ის სკანდალი - ევროპელი პროკურორები ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებენ: რას ედავებიან ევროკომისიის პრეზიდენტს

ევროპარლამენტის კომისია კორონავირუსის საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის მიმოწერის საკითხს იძიებს - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის როლზე ევროკავშირის მიერ Pfizer-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დადებულ კონტრაქტში. ამერიკულმა კომპანიამ და ევროკავშირმა €35-მილიარდიან კონტრაქტს ხელი პანდემიის პიკის დროს მოაწერეს.

  • ფონ დერ ლაიენს სახელმწიფოთა ფუნქციებში ჩარევაში, ტექსტური შეტყობინებების (SMS) განადგურებასა და კორუფციაში სდებენ ბრალს.

გამოძიება თავდაპირველად ბელგიის სასამართლო ხელისუფლებამ 2023 წლის დასაწყისში, ადგილობრივი ლობისტის ფრედერიკ ბალდანის მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით მას უნგრეთისა და პოლონეთის მთავრობები შეუერთდნენ.

ბალდანის საჩივარი ეხება სავარაუდო ტექსტური შეტყობინებების გაცვლას ფონ დერ ლაიენსა და ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას შორის.

ეს მოხდა ევროკავშირის უმსხვილესი ვაქცინის გარიგების წინ, COVID-19 პანდემიის დროს. ევროკომისია ჯერჯერობით უარს ამბობს ტექსტური შეტყობინებების შინაარსის გამჟღავნებაზე და მათი არსებობის დადასტურებაზეც კი.

გარიგება, რომელიც გაფორმდა 2021 წელს COVID-19 პანდემიის პიკის დროს, თავდაპირველად ფონ დერ ლაიენის წარმატებად განიხილებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 4 მილიარდი ევროს ღირებულების ვაქცინები არასდროს გამოუყენებიათ.

წყარო