ავტორი:

ფინეთში დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ არის დაჭრილი

ფინეთში დაწყებით სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - ერთი ბავშვი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ არის დაჭრილი

ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პოლიცია ავრცელებს.

ფინეთის პოლიციის ცნობით, დღეს დილით, ქალაქ ვანტააში, ვიერტოლას სკოლაში სროლის შედეგად, დაშავებული სამი მოსწავლიდან ერთი გარდაიცვალა და ორის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაკავებული ეჭვმიტანილი 12 წლის არის.

პოლიციამ ვიერტოლას სკოლაში სროლის შესახებ ზარი ადგილობრივი დროით 09:08 საათზე მიიღო.