ავტორი:

კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე

კადრებში აღბეჭდილი ტრაგიკული შემთხვევა: ზვავმა 15 წლის მოზარდი და კიდევ სამი ადამიანი მოიყოლა - რა მოხდა შვეიცარიის კურორტზე

ტრაგიკული მომენტი, როცა შვეიცარიის მთაზე ზვავი ჩამოწვა და ოთხი ადამიანი მოიყოლა, თვითმხილველებმა ვიდეო კამერაზე აღბეჭდეს. ზვავმა 15 წლის ამერიკელი არასრულწლოვნისა და ორი ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მეოთხე კი დაშავდა. შემზარავ კადრებში ვხედავთ, როგორ ეშვება ზვავი შვეიცარიის რიფელბერგის მწვერვალიდან მანამ, სანამ შეძრწუნებული მოთხილამურეები შორიდან უყურებენ.

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/3159193.html"></iframe>

ცნობილია, რომ სამთო-სათხილამურო კურორტ ცერმატში ჩამოწოლილ ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, განცხადებას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ტრაგიკული შემთხვვევა შუადღის 2 საათზე მოხდა: "მომეჩვენა, თითქოს ზვავის დროს ფერდობზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა",- აცხადებდა ადგილობრივ გამოცემასთან თვითმხილველი.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი 15 წლის ამერიკელი არასრულწლოვანია, დანარჩენი ორი გარდაცვლილი ქალისა და მამაკაცის ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუდგენია. მეოთხე ადამიანი, რომელიც დაშავებული იპოვეს, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზვავში მოყოლილ ადამიანებს 4 ვერტმფრენის საშუალებით ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში 45 მაშველი, 8 მეძებარი ძაღლი და ადგილობრივი სათხილამურო ინსტრუქტორები მონაწილეობდნენ: "თავიდან ძებნა არც ისე ადვილი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ამ მომენტისთვის სხვა დაკარგული ადამიანების ნიშნები არ გვაქვს",- აცხადებს ანჯან ტრუფერი, ცერმატის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა