ავტორი:

30-წლიანი ძებნის შემდეგ, ბავშვებზე მოძალადე დაკავებულია - ბრიტანეთში მომხდარი უმძიმესი დანაშაული და კაცი, რომელიც 1997 წლიდან მიმალვაშია

30-წლიანი ძებნის შემდეგ, ბავშვებზე მოძალადე დაკავებულია - ბრიტანეთში მომხდარი უმძიმესი დანაშაული და კაცი, რომელიც 1997 წლიდან მიმალვაშია

მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია თითქმის 30 წელია ეძებს, დააკავეს. 80 წლის რიჩად ბაროუზი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის 1997 წლიდან იძებნება. ის ჰითროუს აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა ტაილანდიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა.

ბაროუზი ამ კვირაში სასამართლოს წინაშეც წარდგა და ის უკვე წინაპატიმრობაში იმყოფება. მოძალადე მამაკაცის სასამართლო პროცესი მომავალი წლის 13 იანვარსაა ჩანიშნული.

ბაროუზზე ძებნა 1997 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში დაიბარეს და არ მივიდა. რიჩარდს 90-იან წლებში ორი ბავშვის გაუპატიურებასა და 11-ის სექსუალურ შევიწროვებაში წაუყენეს ბრალი. მას შემდეგ ის მიმალვაშია.

  • პოლიციის ცნობით, რიჩარდ ბაროუზისთვის წაყენებული ბრალდებები 1969-1971 წლებში ბავშვებზე ძალადობის საქმეებს ეხებოდა. ითქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევას კონგლტონის ბავშვთა სახლში ჰქონდა ადგილი.

ბაროუზი ჩეშირის პოლიციისა და დანაშაულის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა