ავტორი:

Bolt-ის აპლიკაციაში ამანათის გასაგზავნად Bolt Send და Door2Door Send კატეგორიები გამოჩნდა

Bolt-ის აპლიკაციაში ამანათის გასაგზავნად Bolt Send და Door2Door Send კატეგორიები გამოჩნდა

საყვარელი ადამიანებისთვის, მომხმარებლებისთვის ამანთისა თუ საჩუქრის გაგზავნისას, ან თუნდაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს - Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული კატეგორიები შესაძლოა თქვენი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს.

აპლიკაციაში იპოვნით ორ განსხვავებულ - Bolt Send და Door2Door Send კატეგორიებს.

Door2Door Send გულისხმობს ნივთის კარიდან კარამდე მიტანის სერვისს.

რაც შეეხება Bolt Send-ს, ამანათის გაგზავნისას, აუცილებელია მიაწოდოთ მძღოლს გასაგზავნი ნივთი ავტომობილში. ადრესატი კი, მითითებულ ლოკაციაზე უნდა დახვდეს მძღოლს.

ამ კატეგორიებით სარგებლობა განსაკუთრებით კომფორტული და მოსახერხებელია მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება სჭირდებათ. Bolt-ის აპლიკაციაში იპოვით დაგეგმილი მგზავრობების ფუნქციასაც, რომლითაც შეძლებთ უკეთ დაგეგმოთ პროდუქტის გაგზავნის განრიგი.

ასევე, Bolt Send და Door2Door Send კატეგორიები საუკეთესო გზაა ისეთი შემთხვევბისას, როცა გაუთვალისწინებელ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. იქნება ეს გასაღების, ტელეფონის ან სულაც ლეპტოპის სახლში/სამსახურში დარჩენა.

Bolt Send-ის პოვნა აპლიკაციის მთავარ გვერდზეა შესაძლებელი.

Door2Door Send კატეგორია ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში, ხოლო Bolt Send თბილისსა და ბათუმში.

R