ავტორი:

"როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში“ წერას არიან აყოლილები" - ალეკო ელისაშვილი

"როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში“ წერას არიან აყოლილები" - ალეკო ელისაშვილი

"ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და მარტივად არ ჩაივლის.

"ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა.

ფოცხი არის ასეთი რამ - სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. "ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა.

ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება.

ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი "ფარა" და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია”,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.