ავტორი:

პაპუაშვილმა ელისაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა -მისი განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს "რუსულს“ უწოდებს

პაპუაშვილმა ელისაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა -მისი განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს "რუსულს“ უწოდებს

პარტია "მოქალაქეების“ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მანდატურებს ალეკო ელისაშვილის დარბაზიდან გაყვანისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ელისაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა, რის გამოც შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა, რომ ის ანტიქართულ პროპაგანდას ეწევა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.

"ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.

ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.