ავტორი:

უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია

უკვე 10 წელიწადია ჯეიმს ჰოველსი ნაგავში გადაგდებულ 2 მილიარდ დოლარს ეძებს... - დაუჯერებელი ისტორია

გაერთიანებული სამეფოში ერთ-ერთი ნაგავსაყრელი მას შემდეგ გადაკეტეს, რაც გაირკვა, რომ იქ 2 მილიარდი დოლარი შემთხვევით აღმოჩნდა. დღეს რამდენიმე ტონა ნაგვის ქვეშ, კაცს სურს იპოვოს თავისი ძვირადღირებული მყარი დისკი კრიპტოვალუტით, რომელიც შეცდომით აღმოჩნდა სანაგვეში.

38 წლის კრიპტო ინვესტორი, გრენლანდიელი ვირტუალური მილიარდერი ჯეიმს ჰოველსია, რომელიც ნაგავზე შემთხვევით გადაგდებულ მყარ დისკს ისევ ეძებს, ამბობს, რომ მასზე 451 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების 8000 ბიტკოინია. მყარი დისკი, ახლა ნიუპორტში, უელსის ნაგავსაყრელზეა, რომელიც იქ შემთხვევით, სახლის გენერალური დასუფთავების შემდეგ აღმოჩნდა.

კაცი დარწმუნებულია, რომ მისი მილიონები ტონობით ნაგავში "გდია". ადგილი მაშინვე შემოღობეს, დაყენებულია ვიდეოკამერები. ასევე ნაგავსაყრელს იცავს სადღეღამისო დაცვა, რათა განძზე მონადირეები იქაურობას არ მიაწყდნენ...

სხვათა შორის, თუ ბიტკოინების ფასი იგივე ტემპით გააგრძელებს ზრდას, როგორც ამ მომენტში, მაშინ წლის ბოლომდე დაკარგული კრიპტოს ღირებულება სამჯერ გაიზრდება.

  • როგორ აღმოჩნდა მილიონები ნაგავში?

შემთხვევა 10 წლის წინ მოხდა, როგორ გაირკვა, ჰოულსმა საგაზაფხულო დასუფთავება მოაწყო საკუთარ სახლში. მან თავისი კაბინეტიდან არასაჭირო ნივთები შავ ნაგვის ტომარაში ჩაალაგა და სახლიდან გასვლისას კართან მოათავსა. დილას კი მისმა შეყვარებულმა, ახლა უკვე ყოფილმა, ნაგავი გადააგდო - მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ იქ მყარი დისკიც იყო, ზედ დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტით. თუმცა როგორც გაირკვა, კაცი ტომრის გადაგდებას საერთოდ არ აპირებდა, უბრალოდ, მისი საკუჭნაოში ჩატანა სურდა.

მას შემდეგ ბრიტანელი ვირტუალური მილიარდერი ყოველდღიურად ათვალიერებს ადგილობრივ ნაგავსაყრელს იმ იმედით, რომ დისკს იპოვის. ბოლო ინფორმაციით, წლების განმავლობაში მან საგრძნობლად შეამცირა საძიებო არეალი - კაცს სჯერა, რომ "განძი" ყველაზე დიდი ორი ბორცვის ქვეშ არის დამარხული და ეს არის 100 ათასი ტონა ნარჩენი, რომელიც გადარჩევაც ნიჩბის საშუალებით მოუწევს.

ჰოველსი ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობს. წარსულში მან რამდენჯერმე შესთავაზა ნიუპორტის საკრებულოს, რათა მას მიეცეს ნარჩენების გათხრის საშუალება და სანაცვლოდ მოგების ნაწილის გაზიარება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ექსპერტების აზრით, შეუძლებელია ნარჩენების სუნიანი გროვის მანქანით გათხრა, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარემოს.

ნაგავსაყრელი დღემდე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის.

ჯეიმსი ხშირად მიდის ნაგავსაყრელზე და დაკარგულ მილიონებს გლოვობს. ის უკვე არაერთხელ დაუკავშირდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე NASA-ში მომუშავე სპეციალისტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2003 წელს ჩამოვარდნილი შატლ "კოლუმბიის" მონაცემების აღდგენაში. ბრიტანელს ვერავინ ეხმარება. მან ახლახან ადგილობრივ ხელისუფლებას შესთავაზა მოეძებნათ დისკი მექანიკური ხელის გამოყენებით, რომელსაც გააკონტროლებდა ნერვული ქსელი, დარაჯად კი რობოტი ძაღლები დაეყენებინათ, მაგრამ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კვლავ უარი უთხრა...

წყარო