ავტორი:

"შეძელით და რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ ეროვნული სულისკვეთებით ყველაზე დატვირთულ კვირას - ეს ორი ცნება: ეროვნული და ევროპული თქვენ არ გაგაჩნიათ" - პრეზიდენტი "ოცნებას"

"შეძელით და რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ ეროვნული სულისკვეთებით ყველაზე დატვირთულ კვირას - ეს ორი ცნება: ეროვნული და ევროპული თქვენ არ გაგაჩნიათ" - პრეზიდენტი "ოცნებას"

დღეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ. თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართულ ოცნებასა“ და მის წევრებს, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი სახე უკვე გამოაჩინა და დაასრულა ის მცირეხნიანი რიტორიკა, რომელიც მას კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ ჰქონდა.

"ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი "რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ- არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. "ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ: