ავტორი:

თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა - რას წერს რუსული მედია?

თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა - რას წერს რუსული მედია?

თბილისიდან Georgian Airways-ის რეისით დაბრუნებულმა მოსკოველმა ოქსანამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ჩემოდნიდან ფული, 9 ათასი დოლარი გაქრა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი 31 მარტს მოხდა.

  • ოქსანა საქართველოს დედაქალაქიდან Georgian Airways-ის რეისით A9-930 გაფრინდა. თბილისის აეროპორტში მან ჩემოდანი ჩააბარა, სადაც მნიშვნელოვანი დანაზოგი ჰქონდა. თუმცა, ვნუკოვოში ბარგის მიღებისას მგზავრმა შეამჩნია, რომ ჩემოდანი შეფუთული იყო, თუმცა საკეტი დაზიანებული.

ქალი მშვიდად წავიდა სახლში, ბინაში კი აღმოაჩინა, რომ ფული გაქრა.

ოქსანა დაუკავშირდა Georgian Airways-ის ცხელ ხაზს, მაგრამ ავიაკომპანიამ დახმარება ვერ შეძლო. შემდეგ დაზარალებულმა საბოლოოდ დაწერა განცხადება მოსკოვის პოლიციაში.

როგორც რუსული მედია წერს, ტურისტს მცირე შანსი აქვს დაადასტუროს, რომ მას ფული თან ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდანს დაზიანებისა და გახსნის კვალი ეტყობა.

AMBEBI.GE მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით Georgian Airways-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს:

"როცა საქმე ეხება ჩაბარებულ ბარგთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს, ეს სცდება ავიაკომპანიის კომპეტენციას. ამ შემთხვევაში მგზავრმა უნდა მიმართოს ორივე ქალაქის აეროპორტებს ან პოლიციას".