ავტორი:

"მიკ, შესაძლოა ეს არ იცოდე, მაგრამ ქალიშვილობა შენთან დავკარგე" - მსახიობ რებელ უილსონის მემუარები, სადაც წერს, რომ სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა

"მიკ, შესაძლოა ეს არ იცოდე, მაგრამ ქალიშვილობა შენთან დავკარგე" - მსახიობ რებელ უილსონის მემუარები, სადაც წერს, რომ სექსი პირველად 35 წლის ასაკში ჰქონდა

ავსტრალიელ მსახიობ რებელ უილსონზე ბოლო დღეებია, რაც მედიასა და სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად საუბრობენ. ამის მიზეზი უილსონის მემუარებია, სადაც სხვა თემებთან ერთად, პირველ სექსზეც საუბრობს.

ამბობს, რომ პირველად სექსუალური კავშირი 35 წლის ასაკში ჰქონდა და მისი პირველი პარტნიორი მსახიობი მიკი გუჩი იყო.

"მიკ, თუ ამას კითხულობ, შესაძლოა, ეს შენთვის სიახლე იყოს, მაგრამ ქალიშვილობა შენთან დავკარგე", - წერს 44 წლის უილსონი მემუარებში.

მემუარების შესახებ რებელ უილსონი New York Times-ს ესაუბრა და თქვა, რომ როდესაც წიგნი დაბეჭდა, პირველად სწორედ მიკს წააკითხა.

მსახიობი მემუარებში წერს, რომ ზედმეტ წონასთან ბრძოლა გახდა იმის მიზეზი, რომ 35 წლამდე სექსი არ ჰქონდა.

"დიდი ზომის გოგოს სექსუალურად და მიმზიდველად არავინ ჩამთვლიდა", - ამბობს რებელ უილსონი.

მსახიობმა აღნიშნა, რომ დედამისს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ეს ამბავი მისთვის მოტივაცია იყო, რომ უბრალოდ, აწმყოთი ეცხოვრა:

"ცხოვრება მოკლეა. არ მინდოდა ისე გამელია სიცოცხლე, რომ სექსი და სიყვარული არ გამომეცადა. სამყაროს სიგნალი გავუგზავნე, რომ საბოლოოდ მზად ვიყავი და პირველივე მამაკაცთან გავაკეთებდი ამას. ოღონდ ის ქორწინებისთვისაც კარგი კანდიდატი უნდა ყოფილიყო", - ამბობს უილსონი.

რებელი და მიკი

უილსონი 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა მიკი გუჩს. მემუარებში წერს, რომ ურთიერთობის დაწყებიდან 1 თვეში თავს საკმარისად კომფორტულად გრძნობდა, ამიტომ ღამით მასთან მარტო დარჩენა გადაწყვიტა. "ახლა ის ადამიანი ვარ, რომელიც საკუთარ სხეულშიც ახერხებს ცხოვრებას და ეს ძალიან მომწონს. ამჟამად შეყვარებული მყავს, რომელიც სიმპათიური და მდიდარია", - აღნიშნავს უილსონი.

მიკი გუჩ უმცროსი და რებელ უილსონი

ახლა, როცა რებელ უილსონი ქალწულობის გვიან ასაკში დაკარგვაზე ფიქრობს, ამას პოზიტიურად აღიქვამს: "ყველამ თინეიჯერობისას არ უნდა დაკარგოს ქალწულობა. მათ შეუძლიათ მანამდე მოიცადონ, სანამ ამისთვის მზად იქნებიან. რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი ჩემსავით მოიქცეთ, მაგრამ ახალგაზრდები ზეწოლას არ უნდა გრძნობდნენ", - აღნიშნავს მსახიობი.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა