ავტორი:

"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

საფრანგეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, Gilbert & Gaillard International Challenge „ცოლიკაური 2016“ უმაღლესი - ორმაგი ოქროს მედალით დაჯილდოვდა.

„ცოლიკაური 2016“ „გურამიშვილის მარნის“ ლიმიტირებული კოლექციიდანაა. ღვინო 2016 წლის საუკეთესო მოსავლისგან დამზადდა.

ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში, რთველის დაწყებისას, ლეჩხუმში, ხელით დაიკრიფა. განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული ყურძენი, ყუთებით საგურამოში ჩამოიტანეს. სწორედ აქედან დაიწყო ყურძნის ღვინოდ ქცევის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც „გურამიშვილის მარნის“ მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი დავით გოგიჩაძე ხელმძღვანელობდა. სასმელი სპეციალურად შერჩეულ ფრანგულ მუხის კასრებში 9 თვის, ხოლო ბოთლებში - 1 წლის განმავლობაში დავარგდა.

„გამჭვირვალე, ჩალისფერი შეფერილობა მომწვანო ელფერით. ახასიათებს ციტრუსის, მწვანე ქლიავის, მუხისა და ვანილის სასიამოვნო ტონები. ღვინო გამოირჩევა თავისი ძლიერი სხეულიანობით, მრავალფეროვანი არომატებით, ხალასი გემოებითა და ავთენტური სტილით,“ - ასე შეაფასეს „ცოლიკაური 2016“ Gilbert & Gaillard International Challenge-ის ჟიურის წევრებმა.

„გურამიშვილის მარანის“ ძირითადი მიმართულება ქართლისა და დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და კლასიკური მეთოდით). აქ შეხვდებით ქართლის რეგიონის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორიცაა შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი და სხვა. „გურამიშვილის მარნის“ ღვინოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული, მათ შორის London Wine Competition, Mundus Vini, Decanter და სხვა.

თავად მარანი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილია. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. KTW ჯგუფმა მარანი პირვანდელი სახით აღადგინა და თავისი ისტორიული მნიშვნელობა დაუბრუნა. მათ შორის, აღდგა ჭავჭავაძისეული ვენახები, ქვევრები, ილიას და ოლღას ბუხრები. მარანს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

R