ავტორი:

შვედეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის სასამართლო განხილვა იწყება - მამაკაცი 7 თვის ფეხმძიმე შეყვარებულის მკვლელობაშია ბრალდებული

შვედეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის სასამართლო განხილვა იწყება - მამაკაცი 7 თვის ფეხმძიმე შეყვარებულის მკვლელობაშია ბრალდებული

შვედეთის პოლიციამ 7 თვის ორსული ქალის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა. ბრალდებული სომალელი მოჰამედამინ აბდირისეკ იბრაჰიმია, რომელმაც 20 წლის საგა ფორსგრენ ელნებორგი კაბელით დაახრჩო და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული გასული წლის აპრილში მოხდა.

პროკურატურის განცხადებით, იბრაჰიმის ოჯახი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რადგან მათი ტრადიცია განსხვავებული რელიგიის მქონე ქალთან ქორწინებას კრძალავდა. იბრაჰიმს სურდა " შეენარჩუნებინა და აღედგინა თავისი და მისი ოჯახის ღირსება", - ნათქვამია პრესრელიზში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგას მკვლელობაში იბრაჰიმის ოჯახის მონაწილეობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ტექსტური შეტყობინებები ცხადყოფს, რომ იბრაჰიმი ცდილობდა შეყვარებული აბორტის გაკეთებაზე დაეყოლიებინა, თუმცა ქალი ამის წინააღმდეგი იყო.

"ძალიან ბედნიერი იყო. უხაროდა, რომ მალე დედა გახდებოდა. ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და ბავშვისთვის ყველაფერი იყიდა", - განუცხადა საგას დედამ შვედურ გამოცემა Nerikes Allehanda-ს.

იბრაჰიმის სასამართლო პროცესი 10 აპრილს დაიწყება და 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი დანაშაულს ამ დრომდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ საგა უყვარდა და მასთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა.