ავტორი:

ვიდეო: ტურისტებით სავსე მანქანას სპილო თავს დაესხა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა - რა მოხდა საფარის ტურზე?

ვიდეო: ტურისტებით სავსე მანქანას სპილო თავს დაესხა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა - რა მოხდა საფარის ტურზე?

ზამბიაში საფარის ტურზე ტურისტებით სავსე მანქანას სპილო თავს დაესხა, რის შედეგადაც 80 წლის ამერიკელი ქალი დაიღუპა. კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა კაფუეს ეროვნულ პარკში მოხდა.

• ცხოველი მანქანას რამდენიმე ასეული მეტრის მანძილზე დაედევნა. თვითმხილველების თქმით, მძღოლს გზა რომ გაეგრძელებინა, თავდასხმის თავიდან აცილება შეიძლებოდა, სპილო ჯიპს ვერ დაეწეოდა, მაგრამ რაღაც მომენტში მძღოლმა მანქანა გააჩერა და უკან დახევა სცადა, რა დროსაც ავტომობილი ტალახში ჩავარდა.

🔥🚨GRAPHIC-BREAKING: An 80-year-old American tourist died when a five ton bull elephant chased down her Zambia safari truck for half a mile before charging.

This was at Kafue National Park from lufupa Lodge during a Zambian Safari. Two other passengers were injured and… pic.twitter.com/Yvd6lJrUsU
— Dom Lucre | Breaker of Narratives (@dom_lucre) April 3, 2024

სწორედ ამ დროს სპილომ ხორთუმის ძლიერი დარტყმებით მანქანა გვერდზე გადააგდო, რა დროსაც 80 წლის ამერიკელი ქალი ადგილზე დაიღუპა, სხვა მგზავრები კი დაშავდნენ. კიდევ ერთი ტურისტი მძიმე მდგომარეობაში ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოთხს მათგანს კი მძიმე სისხლჩაქცევები აღენიშნება.