ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. მათივე ცნობით, ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

„ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.