ავტორი:

"ის დედაჩემს მახსენებს, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა" - როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი, ვივიენი, რომელიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება

"ის დედაჩემს მახსენებს, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა" - როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი, ვივიენი, რომელიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება

11 აპრილს ნიუ-იორკში ანჯელინა ჯოლის ახალი მიუზიკლის, The Outsiders -ის პრემიერა შედგება. მანამდე, ჯოლი სხვა მსახიობებთან ერთად ჩვენებაზე ნახეს, სადაც მასთან ერთად 15 წლის ქალიშვილი, ვივიენ ჯოლი-პიტი იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, ანჯელინა ახალ პროექტზე შვილთან ერთად მუშაობდა. ჯოლი მიუზიკლის ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია.

"ვივი დედაჩემს მახსენებს, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა ყოველთვის ცდილობს კრეატიულ ადამიანებს მხარი დაუჭიროს. თეატრი ძალიან უყვარს და ცდილობს, თეატრის საქმიანობაში თავისი წვლილი შეიტანოს.

ანჯელინასა და ბრედს 6 საერთო შვილი ჰყავთ: ვივიენი, შაილო და ზაჰარა, ასევე ვაჟები ნოქსი, მედოქსი და პაქსი.

როგორც DailyMail იტყობინება, ყოფილ მეუღლეებს, ანჯელინასა და ბრედს შორის სამართლებრივი დავა დასასრულს უახლოვდება: ინსაიდერების ცნობით, წყვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს. სასამართლოს დასასრულს კი, დიდი ალბათობით, ზაფხულში ვიხილავთ.

ბრედ პიტი თავდაპირველად ბავშვებზე სრული მეურვეობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილებზე მეურვეობის უფლება ანჯელინას მიეცა. როგორც ცნობილია, 22 წლის მედოქსს, 20 წლის პაქსს და 19 წლის ზაჰარას - ბრედთან რთული ურთიერთობა აქვთ;

ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 2014 წელს დაქორწინდნენ, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ.