როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან

როდის და როგორ უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან

იმისთვის, რომ თაფლი იყოს სასიამოვნო გემოთი და არომატული თვისებებით, აუცილებელია მრავალი ნიუანსის გათვალისწინება. მათ შორის მნიშვნელოვანია, თუ როდის უნდა ამოიღოთ თაფლი სკიდან, რადგან პროდუქტის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია ამოღების დროის სწორ არჩევანზე.

როდის ამოვიღოთ თაფლი სკიდან?

თაფლის შეგროვების დაწყება დიდწილად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. რაც უფრო ადრე დაიწყება საგაზაფხულო ხეებისა და ყვავილების ყვავილობა, მით უფრო მალე შეავსებენ ფუტკრები ფიჭას და შესაძლებელი იქნება თაფლის ამოღება. თუ ამინდი და რეგიონის კლიმატი საშუალებას იძლევა, პირველი ამოღება გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ქვეყნის სამხრეთით, მოსავლის მიღება შეგიძლიათ მაისში, ხოლო ჩრდილოეთ რეგიონებში მოგიწევთ ლოდინი ზაფხულის დასაწყისამდე. დაიწყეთ სკის ჩარჩოების შემოწმება, როგორც კი აკაცია აყვავდება.

როგორ ამოვიღოთ თაფლი?

ამ კითხვაზე პასუხს თითოეული მეფუტკრე ინდივიდუალურად პოულობს, მაგრამ ტექნოლოგია ყველა შემთხვევაში იგივეა. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელთა ცოდნითაც შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივოთ პროცესი და გახადოთ უფრო პროდუქტიული. უმჯობესია თაფლი ფუტკრებისგან მოშორებით ამოიღოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ჭურჭელი ბადეებით. კიდევ ერთი ვარიანტია ამოღება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

(წიგნის პირველ ტომში გიამბობთ მეფუტკრეობის შესახებ, გაგაცნობთ დამწყები თუ პროფესიონალი მეფუტკრისთვის სასარგებლო, საჭირო ინფორმაციას. როგორ მივიღოთ მაღალი ხარისხის სამკურნალო თაფლი? როგორ დავიცვათ ფუტკარი? როგორ გავზარდოთ ოჯახების რაოდენობა ზაფხულში? როგორ გამოვიყენოთ ფუტკრის პროდუქტები?)

მიჰყევით ინსტრუქციას:

  1. ფუტკრისგან დასაცავი საშუალებების გამოყენება;
  2. ამოიღეთ ჩარჩოები სკებიდან;
  3. ამოიღეთ თაფლი დანით;
  4. დააბრუნეთ ჩარჩოები სკებში.

სკაში შემოტანილი თაფლის რაოდენობის დასადგენად თქვენ უნდა აწონოთ გამოწურული თაფლის მასა და დაუმატოთ დატოვებული თაფლის მარაგი (მიახლოებით). ცნობისათვის, თაფლით სრულად გავსებული ბუდის ჩარჩო 3-4 კგ თაფლს შეიცავს. ამავე მიზნით თქვენ შეიძლება აწონოთ ჩარჩოები ციფერბლატიანი სასწორის გამოყენებით. გაითვალისწინეთ, რომ საკუთრივ ჩარჩოიანი ფიჭის მასა 250-300 გ-ს შეადგენს (სიძველის მიხედვით).

(მეორე ტომი ძირითადად თაფლით მკურნალობას ეხება. ხალხურ მედიცინაში ოდითგანვე ცნობილია, რომ თაფლს აქვს სასარგებლო გავლენა ნერვულ სისტემაზე და მას ხშირად იყენებდნენ სამკურნალო დანიშნულებით).

თაფლის გამოწურვა საქართველოს მეფუტკრეობის პრაქტიკაში ეს ერთ-ერთი შრომატევადი პროცესია. ეს სამრეწველო საწყისებზე გადასვლის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოებაა. თაფლის ფიჭებიდან გამოწურვისათვის მეფუტკრემ პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის უპირველესად სათავსო უნდა შეარჩიოს.

სათავსოს წაყენებული მოთხოვნებია:

დავიცვათ, რომ შიგნით ფუტკარი არ მოხვდეს, ხოლო შემთხვევით მოხვედრილი ფუტკრის გასარეკად ფანჯრებს უნდა ჰქონდეთ სათანადო აღჭურვილობა (1800 C-ით ჩარჩოების მობრუნების საშუალება), იყოს ვენტილაციადა შეიძლებოდეს ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;

სათავსოში არსებული მოწყობილობა ისეთნაირად დავდგათ, რომ გამოირიცხოს ზედმეტი მოძრაობა, შესაძლებელი იყოს თაფლიანი და გამოწურული ფიჭების (კორპუსებით) გადაადგილება მარტივი მექანიკური (მაგ. ორბორბლიანი ურიკით) მოწყობილობით.

თაფლიანი ფიჭების ასათლელად იყენებენ შემდეგ მოწყობილობას:

უჟანგავი ლითონის ქვაბი შიგ ჩამონტაჟებული დახვრეტილ ძირიანი თასით, ზემოდან ზოლოვანი ფოლადის ფირფიტებისაგან დამზადებული ჩარჩოების დამჭერი და ქვაბის ქვედა მხარეზე მორგებული ონკანი თაფლის გამოსადენად;

ფიჭების ასათლელი კარგად გალესილი დანა თაფლიანი ფიჭები სკიდან ამოიღეთ იმის შემდეგ, რაც ისინი გადაბეჭდილი იქნება2/3-ზე მაინც, რადგან ფუტკრის გარეშე მისი დამწიფება ძალზე გაგიძნელდებათ, არ უნდა ამოიღოთ ბარტყიანი (როგორც თავღია, ისე გადაბეჭდილი) ფიჭები, ამოღებულის ნაცვლად ჩაუდგით ცარიელი ფიჭები, რომ არ დაარღვიოთ ფუტკრის მუშაობის პროცესი, გამოიყენეთ ფიჭებიდან ფუტკრის მოსაცილებლად ტიხარი ფუტკრის გამრეკით ან შეკუმშული ჰაერი.

ავტორი: თეა ინასარიძე