ავტორი:

უკვალოდ გამქრალი 25 წლის ულამაზესი გოგონა წლების შემდეგ საკუთარ სახლში დატყვევებული იპოვეს - ამბავი, რომელიც საფრანგეთში "ყველაზე საშინელ ზღაპრად" იქცა

უკვალოდ გამქრალი 25 წლის ულამაზესი გოგონა წლების შემდეგ საკუთარ სახლში დატყვევებული იპოვეს - ამბავი, რომელიც საფრანგეთში "ყველაზე საშინელ ზღაპრად" იქცა

რამდენად დიდია დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა? რა ხდება, როდესაც მშობელის ზრუნვა ტირანიაში გადადის. რამდენად საჭიროა საკუთარი შვილის სიყვარული ან სიძულვილი, რის გამოც, პრაქტიკულად ართმევ მას ნორმალური ცხოვრების უფლებას?

ამ ამბავმა, საზოგადოება შეძრა და აიძულა, ახალი თვალი გადაეხედათ ადამიანის უფლებებისთვის. ის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ზღაპარია, რომელსაც ჯერ კიდევ საფრანგეთში ბავშვების შესაშინებლად იყენებდნენ, მაგრამ რეალურად მოხდა. ახალგაზრდა ბლანშ მონიეს არ გაუმართლა და ამ ზღაპრის მთავარ გმირად იქცა.

ბლანშ მონიეს ისტორიის გავლენა საზოგადოებაზე

ბლანშ მონიეს ისტორია წარმოადგენს მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის ისტორიის მნიშვნელოვან თავს, რომელიც დაუვიწყარ კვალს ტოვებს საზოგადოების ცნობიერებაში. ამ ქალის ცხოვრებასთან დაკავშირებული მოვლენები იქცა პიროვნების თავისუფლებასა და ეგრეთ წოდებული დედობრივი სიყვარულის საფარქვეშ განხორციელებულ ზეწოლისა და დაპირისპირების სიმბოლოდ. ქალის ისტორიას მოჰყვა ფართო საზოგადოებრივი პროტესტი და კრიტიკა იმდროინდელი ოჯახის ინსტიტუტის მიმართ.

ახალგაზრდა არისტოკრატის ოცნებები და იმედები

მე-19 საუკუნის დასასრული საფრანგეთში ღრმა ცვლილებების პერიოდი იყო. საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდეგ და საზოგადოებაში გატარებული რეფორმების, ინდუსტრიალიზაციასა და კულტურულ განვითარებაში აშკარა პროგრესის მიუხედავად, ცხოვრების მრავალი ასპექტი ტრადიციების გავლენის ქვეშ რჩებოდა. განსაკუთრებით ქალების როლი და ოჯახური ფასეულობები.

ბლანშ მონიე იყო პუატიელი წარმატებული ბურჟუას ქალიშვილი. შესანიშნავი განათლების მიღების შემდეგ სახელი გაითქვა სილამაზითა და მომხიბვლელობით. მდიდრულ ვახშმებს, მაღალი საზოგადოების შეკრებებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს მონიეს ოჯახი ხშირად ესწრებოდა. ბლანში ბრწყინავდა მაღალ საზოგადოებაში. ამბობდნენ, რომ მან უამრავ მამაკაცს გაუტეხა გული, რადგან მათ გრძნობებს არ პასუხობდა.

მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ქალი დიდ სიყვარულს ელოდებოდა. ერთ დღესაც მისი ოცნება ახდა. იგი შეხვდა ადვოკატს, რომელიც მათთან ახლოს ცხოვრობდა. კაცი ქალზე ორჯერ უფროსი იყო, მაგრამ სიგიჟემდე შეუყვარდა. წყვილი ერთად გაქცევაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მალე საშინელება დატრიალდა.

სად წავიდა მშვენიერი ბლანშ მონიე?

1876 ​​წელს ბლანშ მონიე მოულოდნელად გაქრა საერო საზოგადოებიდან. დედა და უფროსი ძმა ყველას არწმუნებენ, რომ ის ავარიაში დაიღუპა. ისინი იმდენად დამაჯერებლად გლოვობდნენ ქალის ბედს, რომ საზოგადოებამ მათი დაიჯერა, ყველამ, ბლანშის საყვარელი კაცის გარდა. სწორედ მან გააგრძელა გამოძიება ათი წლის განმავლობაში, რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.

25 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ბლანში დედამ საკუთარ სახლში ბნელ და მტვრიან სხვენში გამოკეტა, სადაც ქალი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა. მოკლებული იყო სინათლის, სუფთა ჰაერისა და ნორმალურ ადამიანურ პირობებს.

ეს სასტიკი ქმედება თითქოს დედის "სიყვარულმა" გამოიწვია, რადგან ლუიზ მონიემ არ მოიწონა ქალიშვილის არჩევანი. ამისთვის კი ოჯახის „სიწმინდის“ შენარჩუნებისა და წამგებიანი ქორწინების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა ქალიშვილი გამოეკეტა.

ბლანშის უკანასკნელი დღეები ფსიქიატრიულ კლინიკაში

სასამართლო პროცესი - საზოგადოების აღშფოთება და მედიის ჩართულობა

ბლანშის ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციას ანონიმური წერილი მიუვიდა. როდესაც სამართალდამცველებმა სხვენში ქალი აღმოაჩინეს, ფოტოებმა მთელი საფრანგეთი შოკში ჩააგდო. შიშველი, გაფითრებული, თითქმის დაბრმავებული ბლანშ მონიე 25 წლის შემდეგ...

სასამართლო პროცესმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დედის სასტიკი ქმედება დაგმეს, როგორც საშინელი დანაშაული საკუთარი შვილის მიმართ. იმდროინდელი გაზეთები აქტიურად აშუქებდნენ ამ საქმეს. ბლანშის დედამ დიდხანს არ იცოცხლა, ის ციხის საკანში მოკვდა. თუმცა ქალის ძმა დანაშაულის ხელშეწყობის მუხლით გაასამართლეს.

დაკარგული ლამაზმანი ბლანში და მისი ძმა მარსელი

თავად ბლანშმა კი ვერასოდეს შეძლო ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ფიზიკურად და გონებრივად გატეხილმა, დარჩენილი დღეები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.