ავტორი:

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

  • სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. ბრალდებული მეუღლის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.

"ბრალდების მხარეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია. ბრალდებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეა. საკუთარი დაბადების წელი და თვეც არ იცის. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. " - აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა. ამ შემთხვევაში სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის პოზიცია და ქალს პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე შემდეგი პროცესი, წინასასამართლო სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11-ე პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. (ოჯახის ახლობლის კომენტარი წაიკითხეთ სრულად)

ასევე იხილეთ: