ავტორი:

კვარაცხელია "ბარსელონაში"? - ესპანური გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა: რა შანსებია რომ ქართველი ვარსკვლავი "ბარსაში" ვიხილოთ?

კვარაცხელია "ბარსელონაში"? - ესპანური გამოცემის ცნობით, კატალონიური კლუბი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა: რა შანსებია რომ ქართველი ვარსკვლავი "ბარსაში" ვიხილოთ?

ესპანური გამოცემა Diario As წერს, რომ მომავალი სეზონისთვის ესპანური საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" გაძლიერებას გეგმავს და გუნდის მენეჯმენტს ძალიან სურს ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, "ბარსას" წარმომადგენლები კი უკვე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ და ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად იქნება შესაძლებელი ხვიჩას გადაბარგება და თუ შეელევა ქართველ ტალანტს "ნაპოლი".

  • როგორც Diario As წერს, მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება, რადგან ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, დე ლაურეანტესს ხვიჩას შენარჩუნება სურს და აპირებს, რომ მის გარშემო ახალი გუნდი ააგოს.

პრესა ამ ამბავს აქტიურად აშუქებს და აღნიშნავენ იმასაც, რომ "ნაპოლი" კვარაცხელიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდიან.

  • ცნობისთვის, სხვადასხვა სპორტული გამოცემები უკვე დიდი ხანია საუბრობენ "ბარსელონას" ინტერესზე კვარაცხელიას მიმართ. რა თქმა უნდა, კატალონიური კლუბი არ არის ერთადერთი, რომელსაც ხვიჩას შეძენა სურს. მათ შორის არის პარიზული "პსჟ".

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, მარტის დასაწყისში ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარი გაავრცელა.

"ჩემი აზრით, ხვიჩა მომავალ სეზონშიც "ნაპოლიში" დარჩენას აირჩევს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შეუძლია. დარჩება თუ არა ნეაპოლში, მე მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ", - აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით კი, ყველაფერი მაისში გახდება ცნობილი: "ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები საუკეთესო ევროპული კლუბებიდან, ბოლოს და ბოლოს, როგორ არ უნდა იყოს?! მაისში ყველაფერი გაირკვევა“, - ამბობს მამუკა ჯუღელი.