ავტორი:

გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?

გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?

საფრანგეთში, პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქში 15 წლის ბიჭი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სკოლიდან გამოსულ მოზარდს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად სცემა.

ხუთშაბათის თავდასხმა მოხდა საფრანგეთის სკოლებში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.

ამ კვირის დასაწყისში თინეიჯერი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც სცემეს სკოლის მიმდებარედ ქალაქ მონპელიეში, ქვეყნის სამხრეთით. ამ საქმეზე არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, ერთი კი ამავე სკოლის მოსწავლეა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის , საფრანგეთში მსგავსი რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული ამ უახლოეს პერიოდში. ამ კვირის დასაწყისში თინეიჯერი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც სცემეს სკოლის გარეთ მონპელიეში, ქვეყნის სამხრეთში. ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს, არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, ერთი-ერთი სკოლის მოსწავლე გოგოა.

ბოლო ინციდენტი, მოხდა ქალაქ Viry-Châtillon-ში, პარიზის სამხრეთით, დაახლოებით, 20 კილომეტრში, მოზარდს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ის 4 აპრილის ნაშუადღევს, სკოლიდან გამოდიოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

პროკურატურამ ბიჭის გარდაცვალების შესახებ 5 აპრილს, შუადღისას გამოაცხადა. გამოძიება დაიწყებოდა არასრულწლოვანებზე ჯგუფური თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

პროკურორმა გრეგუარ დულინმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოზარდზე ხუთშაბათს, საღამოს 4 -დან 4:30 საათამდე პერიოდში მოხდა. მისი თქმით, 15 წლის ბიჭს "ძალადობრივად დაესხა თავს რამდენიმე პირი, რომელთაც მისი მკვლელობა ჰქონდათ განზრახული. ის იპოვა გამვლელმა..."

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც პარასკევს დილით პარიზის დაწყებით სკოლას სტუმრობდა, განაცხადა:

"სკოლები ამ ავაზაკური თავდამსხმელებისგან უნდა დავიცვათ. ჩვენი შვილები სკოლებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ჩვენი მასწავლებლები კი მშვიდად უნდა იყვნენ. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი, უკიდურესად გავამკაცრებთ მოქმედებას და ძალადობის ყველა ფორმას აღმოვფხვრით".

ბოლო დღეებში საფრანგეთის სკოლებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა, რაც უკიდურესად აშფოთებს და ანერვიულებს მოსახლეობას.