ოკეანე პლანეტის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილია... ჩვენ უფრო მეტი ვიცით კოსმოსის შესახებ, ვიდრე წყალქვეშა სამყაროზე.
შონ ვოლპერტს, Deep-ის პრეზიდენტს, სურს ოკეანე ადამიანებით დასახლებულ ადგილად აქციოს - Deep - კერძო ინვესტორების მიერ დაფინანსებული ოკეანის ტექნოლოგიებისა და საძიებო ფირმაა - იგი 2021 წელს შეიქმნა, დღეს კი უკვე ოფისები აქვს დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ ფირმა წყალქვეშა საცხოვრებელი სივრცის, სახელწოდებით "Sentinel" -ის შექმნაზე მუშაობს.

"სავარაუდოა, რომ ოკეანეებში კიბოს მსგავსი დაავადების სამკურნალო საშუალებები ვიპოვოთ. ცნობილია, რომ წყალქვეშ ისეთი ცხოველები ბინადრობენ, რომლებსაც პარაზიტების განადგურება შეუძლიათ - მაგალითად, ზღვის ღრუბელი" - ამბობს შონ ვოლპერტსი.

Sentinel-ის გეგმა უკვე შედგენილია. მას ხმელთაშუა ზღვაში, 2027 წელს გაუშვებენ, 656 ფუტის სიღრმეში. მანამდე კი არაერთ ტესტირებას გაივლის. ითვლება, რომ ოკეანის ცხოველთა სახეობების დაახლოებით 90 პროცენტი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი; ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით 226,000 სახეობა, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მათი რაოდენობა შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს.


"ეს ნამდვილად გახსნის ოკეანის კვლევის ახალ ტალღას. ჩვენ გვინდა მონაცემები ოკეანის მჟავიანობასა და ტემპერატურაზე", - ამბობს Deep-ის პროდუქტის დირექტორი, რიკ გოდარდი.
Sentinel-ი თავდაპირველად მხოლოდ გამოცდილი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, მოგვიანებით კი მათ საზღვაო მეცნიერები, კლიმატის მეცნიერები და არქეოლოგები შეუერთდებიან.