ავტორი:

ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი

ვინ იყო მეცნიერი, რომელმაც საკუთარი შვილი შიმპანზესთან ერთად გაზარდა - სასტიკი ექსპერიმენტის შედეგი

მეცნიერები და მკვლევრები ხშირად არ ფიქრობენ საკუთარი ექსპერიმენტების შედეგებზე. სამეცნიერო გარღვევის მიზნით, ისინი მზად არიან ბევრი რამ გააკეთონ. უარი თქვან საკუთარ პრინციპებზე და დაარღვიონ ეთიკის ნორმებიც კი. რა მსხვერპლის გაღება სურდა ამერიკელ მკვლევარ უინთროპ ნაილს კელოგს მეცნიერებაში წინსვლისთვის? და მართალია, თუ არა, რომ მშობლის სიყვარული იქ მთავრდება, სადაც ექსპერიმენტით გატაცება იწყება?

გატაცება მეცნიერებითა და კვლევებით

რა ხდება მაშინ, როდესაც ცნობილი ფსიქოლოგი სასოწარკვეთილი ეძებს სადისერტაციო თემას?

უინთროპს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე განსაკუთრებით ანთროპოგენეზის თემები აინტერესებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა ბავშვებისა და ცხოველების განვითარების თავისებურებებს. ატარებდა ექსპერიმენტებს ძაღლებზე, მათ ქცევებს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ცხოველს ტვინის გარკვეულ ნაწილს უღებდნენ. ოცდაათი წლის ასაკში მას უკვე დოქტორის ხარისხი ჰქონდა მიღებული და კვლევისთვის ახალ თემას ეძებდა.

ცხოვრების მთავარი ექსპერიმენტი - დასაწყისი

უინსტონი უკვე ცნობილი იყო ბავშვის განვითარების შესწავლის კუთხით, როდესაც მან ახალი ექპერიმენტი დაიწყო. სწორედ მისი კვლევის წყალობით გაირკვა, თუ რამდენად დიდია მშობლის მონაწილეობა და ურთიერთქმედება ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

1931 წელი კელოგის ოჯახისთვის საბედისწერო წელი გახდა. უინთროპი გადაწყვეტს ჩაატაროს საშინელი ექსპერიმენტი. მას ყოველთვის აწუხებდა მაუგლის შვილების ფენომენი. იმ დროს ეს თემა ყველაზე პოპულარული იყო. ბევრი მეცნიერი თვლიდა, რომ ბავშვების დაავადებები ცხოველების გარემოში უფრო რთულდებოდა, რასაც უინთროპი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. იმდენად, რომ თავიდან ახალშობილი შვილის მაიმუნების ოჯახთან შეყვანას აპირებდა. ის გეგმავდა დაემტკიცებინა, რომ ჯანმრთელი ბავშვი ადამიანურ გარეგნობას არ დაკარგავდა. საბედნიეროდ, არავინ მისცა ამის უფლება. შემდეგ უინსტონს გაუჩნდა იდეა.

ის იღებს ვალდებულებას დაამტკიცოს, რომ საჭირო პირობების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია მაიმუნის ჰუმანიზაცია. კვლევის თემით იელის უნივერსიტეტი დაინტერესდა. მათ შესთავაზეს კელოგის წყვილს შიმპანზეს შვილად აყვანა მათი უნივერსიტეტიდან.

და-ძმა?

ექსპერიმენტის დროს უინსტონის შვილი მხოლოდ ათი თვის იყო. შიმპანზე გუა კი შვიდი თვის, როცა კელოგებმა სახლში მიიყვანეს.

მათ ერთნაირად აცმევდნენ, კვებავდნენ, ასწავლიდნენ და ზრდიდნენ. ეძინათ მსგავს საწოლებში. ერთსა და იმავე სკამებიდან ჭამდნენ და ერთნაირი სათამაშოებით თამაშობდნენ.

პატარა დონალდს მაშინვე მოეწონა გუა. ადვილად დაუმეგობრდა და მათი თამაშებისა და არავერბალური კომუნიკაციის ყურებისას ნამდვილად შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ისინი და-ძმა იყვნენ. ერთი განსხვავებით, რომ მაიმუნი ადამიანი ვერასოდეს გახდებოდა.

ცნობილი ექსპერიმენტის შემზარავი დეტალები

ცნობილი მეცნიერების ოჯახი, რომლებიც შვილს შიმპანზესთან ერთად ზრდიდა, შემზარავ დეტალებს მალავდა. თავდაპირველად მაიმუნი მეცნიერებისთვის მხოლოდ ექსპერიმენტის ობიექტი იყო, ისევე როგორც მათი შვილი.

დღეში თორმეტ საათს ამოწმებდნენ. თითოეული ნაბიჯს იწერდნენ და უფრო რთული ამოცანების შესრულებას აიძულებდნენ. ერთხელ, საკუთარი შვილის ვესტიბულური სისტემის შესამოწმებლად, გადაწყვიტეს, რომ ბავში გარკვეული დროის განმავლობაში ეტრიალათ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გაუჩერებლად ტიროდა. მაგრამ მეცნიერებისთვის მთავარი იყო შედეგები, რომელთა შედარება მოგვიანებით შეიძლებოდა.

უინთროპს სჯეროდა, რომ გუა მრავალი თვალსაზრისით წინ უსწრებდა მათი შვილის ადრეულ განვითარებას. მან სწრაფად დაიწყო ჭამა კოვზით, შეასრულა მარტივი ბრძანებები და აითვისა ღამის ქოთანიც კი. თუმცა, მან ვერასოდეს შეძლო საუბარი. მას შემდეგ, რაც დონალდი ერთი წლის გახდა, ის იწყებს ლაპარაკს და ის მნიშვნელოვნად უსწრებს გუას განვითარებაში. მაგრამ უინთროპი ოცნებობდა დაემტკიცებინა, რომ მას შეეძლო მაიმუნის ჰუმანიზაციის მიღწევა. მაგრამ მას უნდა ეღიარებინა, რომ ეს შეუძლებელი იყო. თუმცა, ექსპერიმენტი ბევრად უფრო ადრე უნდა შეწყვეტილიყო სხვა, ბევრად უფრო საშინელი მიზეზის გამო.

ვინ შეაჩერა ექსპერიმენტი?

ლუელა, უინთროპის ცოლი, ყოველთვის მხარს უჭერდა ქმარს. ის უშუალოდ მონაწილეობდა ექსპერიმენტში. მისი კონტროლის ქვეშ ტარდებოდა ყოველდღიური ექსპერიმენტები ბავშვზე და შიმპანზეზე. თუმცა, როდესაც მისმა შვილმა დაიწყო თავისი "დის" ქცევის მიღება, ეს მისთვის განგაშის პირველი სიგნალი იყო.

დონალდმა ოთხზე დაიწყო სიარული, შეწყვიტა საუბარი და აგრესიული გახდა. ამ ყველაფერმა სერიოზულად შეაშფოთა ბავშვის დედა. წყვილი მივიდა დასკვნამდე, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანი მაიმუნად იქცეს, ვიდრე მაიმუნი ადამიანად. მათი შვილის შემდგომი დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს ექსპერიმენტი შეეწყვიტათ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი განხორციელება ხუთი წლის განმავლობაში.

მეცნიერების გარღვევის სამწუხარო შედეგები

უინთროპი აქვეყნებს წიგნს მისი კვლევის შესახებ. ის მეცნიერულ სამყაროში ხმაურს მოახდენს. გუას უნივერსიტეტში აბრუნებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. თუმცა მას კრიტიკის დიდი ტალღა ემუქრება.

ყველაფერი იწყება იმით, რომ ექსპერიმენტი ბევრმა არაეთიკურად მიიჩნია. ბევრს შეაშინებს ის ფაქტიც, რომ უინთროპმა კვლევა ჩაატარა საკუთარ შვილზე. დაისმება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ექსპერიმენტის ჩატარება საერთოდ სუბიექტების თანხმობის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ვერც ბავშვი და ვერც შიმპანზე ვერ გასცემდნენ თანხმობას.

შემდეგ კი საშინელი მოვლენა მოხდა. გუა, რომელიც ოჯახში გაიზარდა და შემდეგ უნივერსიტეტში ჩვეულებრივ გარემოში დაბრუნდა, ერთი წლის შემდეგ დაიღუპა. ის ვერასოდეს შეეჩვია ნათესავებთან ცხოვრებას. ამან უინტროპის წინააღმდეგ ბრალდებების ახალი ტალღა გამოიწვია. შემდეგ ის გადაწყვეტს ყურადღება გაამახვილოს დელფინების ქცევის შესწავლაზე.

კიდევ ერთი საშინელი ამბავი ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს უკავშირდება. დონალდმა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში გუაზე არც კი უფიქრია, თავი მოიკლა. იყო თუ არა ეს მისი მშობლების საშინელი ექსპერიმენტის შედეგი, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი გადის უკვალოდ.