დღეიდან, თბილისში ხუთ მარშრუტს ახალი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.
კერძოდ, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 6 აპრილიდან თბილისში მოძრავ N313 (აქვს 32 გაჩერება და მოძრაობს პაიჭაძის ქუჩა#38/5-ს და მ/ს ახმეტელის თეატრს შორის), N320 (აქვს 34 გაჩერება და მოძრაობს ბავშვთა#2 საავადმყოფოს და ბარათაშვილის ქუჩას შორის), N323 (აქვს 47 გაჩერება და მოძრაობს გლდანის ტბას და ბარათაშვილის ქუჩას შორის), N326 (აქვს 45 გაჩერება და მოძრაობს პოლიტკოვსკაიას ქუჩა#16-ს და ბარათაშვილის ქუჩას შორის) და N372 (აქვს 43 გაჩერება და მოძრაობს ქვედა მელითონეთა დასახლებას და ოცხელებისა და ნაკადულის ქუჩების გადაკვეთას შორის) მარშრუტებს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.
მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.
„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის - 8 წუთამდე, N323-ის - 11 წუთამდე, N326-ის - 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი - 12 წუთამდე....წაიკითხეთ სრულად