ავტორი:

ჯინსის ტარება გარემოსთვის მავნებელია? - რას ამბობენ მეცნიერები: "ჯინსის ერთხელ ჩაცმა 2,5 კგ CO2-ს წარმოქმნის, რაც მანქანით 6,4 მილის გავლის ეკვივალენტია"

ჯინსის ტარება გარემოსთვის მავნებელია? - რას ამბობენ მეცნიერები: "ჯინსის ერთხელ ჩაცმა 2,5 კგ CO2-ს წარმოქმნის, რაც მანქანით 6,4 მილის გავლის ეკვივალენტია"

ჯინსი შეიძლება ყოველდღიური ტანსაცმლის განუყოფელი ნაწილი იყოს, თუმცა მეცნიერების თქმით, მისი ხშირი ტარება გარემოსთვის ზიანის მომტანია. ჯინსის ერთხელ ჩაცმა 2,5 კგ CO2-ს წარმოქმნის, რაც მანქანით 6,4 მილის გავლის ეკვივალენტია.

დოქტორი ია ჟოუ, კვლევის წამყვანი ავტორი ამბობს: "გარდერობის მოკრძალებული ელემენტი – ჯინსი – მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე“.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწრაფად მოქმედებს მოდა გარემოზე, მკვლევარებმა გააანალიზეს Levi's 501 ჯინსის სიცოცხლის ციკლი ნედლი ბამბიდან მათ დაწვამდე. აღმოაჩინეს, რომ ტრენდული ჯინსების ნახშირბადის ნაკვალევი 95-99 პროცენტით აღემატება ტრადიციულ მოდურ ჯინსებს, რომლებსაც საშუალოდ 120-ჯერ იცვამენ.

"მოდის ტენდენციების შეცვლა ადამიანებს გარდერობის სწრაფი განახლებისკენ უბიძგებს. ასეთმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ გამოიწვია ტანსაცმლის ინდუსტრიაში რესურსების და ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის წარმოების, ლოჯისტიკის, მოხმარებისა და განკარგვის პროცესების ჩათვლით - ეს ფაქტი აძლიერებს ტანსაცმლის ინდუსტრიის გავლენას კლიმატის ცვლილებაზე", - ამბობს ია ჟოუ.

მკვლევარების შეფასებით, ტრადიციული მოდის ბაზრისთვის წარმოებული ჯინსის შარვალი 0,22 კგ CO2-ს გამოიმუშავებს. 48% გამოიყოფა ჯინსის რეცხვის, გაშრობისა და დაუთოების შედეგად.

გლობალურად, სწრაფი მოდის ინდუსტრია 2020 წელს დაახლოებით 64,5 მილიარდ აშშ დოლარი ღირდა და მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის 95 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მკვლევარების აზრით, ტრენდული მოდის ბრენდები ახალ კოლექციებს 25-ჯერ უფრო სწრაფად უშვებენ, ვიდრე ტრადიციული მოდის ბრენდები, რაც იწვევს მოდის მოკლე ციკლებს და ჰიპერმოხმარებას - ამ ყველაფრის შედეგი კი ნარჩენები და გარემოს დაბინძურებაა.

კვლევამ აჩვენა, რომ მეორადი მაღაზიებიდან ტანსაცმლის შეძენამ ნახშირბადის გამოყოფა 90 პროცენტით შეამცირა. ვარაუდობენ, რომ ჯინსების გადამუშავებამ ან ტანსაცმლის გაქირავების სერვისის გამოყენებამ შესაძლოა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შეამციროს.

წყარო: dailymail