ავტორი:

კაცმა მეგობარ ქალს ექიმის მიერ გამოწერილი წამლები საფაღარათო საშუალებებით შეუცვალა, რათა ღალატისთვის შური ეძია - რა სასჯელი დაეკისრა მას?

კაცმა მეგობარ ქალს ექიმის მიერ გამოწერილი წამლები საფაღარათო საშუალებებით შეუცვალა, რათა ღალატისთვის შური ეძია - რა სასჯელი დაეკისრა მას?

51 წლის ხუთი შვილის მამა რიჩარდ ბლეკი დოვერიდან (ინგლისი) გაასამართლეს. კაცმა იმ მიზეზით, რომ საყვარელი ქალის ღალატში ეჭვი ეპარებოდა, პარტნიორს ექიმის მიერ გამოწერილი წამლები საფაღარათო საშუალებებით შეუცვალა, რათა ღალატისთვის შური ეძია. კაცმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფას აზრიც არ ჰქონდა - მისი დანაშაულებრივი ქმედებები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ბედის ირონიით, ბლეკი სწორედ იმ კამერის წყალობით დაიჭირეს, რომელიც მისი თქმით, ქალის ღალატის მტკიცებულებებისთვის დააყენა.

ბლექის ყოფილი პარტნიორი ქალის თქმით, ჯერ თავბრუსხვევა იგრძნო, შემდეგ კი გონება დაკარგა, ცოტა ხანში სისუსტე გაძლიერდა, რაც მძიმე დიარეით დასრულდა.

კამერა და კრევეტები

ორი დღის შემდეგ ქალმა ექიმის მიერ დანიშნული აბების ნაცვლად ისევ საფაღარათო საშუალება მიიღო, რის შემდეგაც გადაწყვიტა ყოველი შემთხვევისთვის შეემოწმებინა სამზარეულოში არსებული სათვალთვალო კამერის კადრები. სწორედ მაშინ ნახა, როგორ შეცვალა ბლექმა, ავად გახდომამდე ერთი დღით ადრე წამლები.

აღშფოთებულმა ქალმა გადაწყვიტა გაერკვია, რა იყო პარტნიორის სასტიკი საქციელის მიზეზი, მაგრამ საუბრისას ხუთი შვილის მამამ ყველაფერი უარყო და ქალს დააბრალა, რომ ცუდად მოხარშულ კრევეტებს ჭამდა.

დაზარალებულმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა ასეთ სულელურ ახსნას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამერებზე საკუთარი თვალით ნახა, როგორც ცვლიდა კაცი წამლებს. გადაწყვიტა, ყოფილი პარტნიორის საქციელი დაუსჯელი არ დაეტოვებინა. ვიდეო მეგობარს გაუგზავნა, რომელმაც ჩანაწერები პოლიციას გადასცა.

„ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ პრობლემის გადასაჭრელად სრულიად შეუსაბამო გზა აირჩიე. მართალია, არ აპირებდით მისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას, მაგრამ ეს იყო განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესი“ - უთხრა რიჩარდს მოსამართლემ პროცესზე.

მოინანია, მაგრამ სასჯელს ვერ გადაურჩა

სასამართლოზე ხუთი შვილის მამამ საკუთარი საქციელი მოინანია. მისი თქმით, ასე ემოციურობის გამო მოიქცა და ასეთი აგრესია მისთვის სრულიად უჩვეულოა. მონანიება რიჩარდს პატიმრობის თავიდან აცილებაში დაეხმარა, მაგრამ სასჯელის გარეშე არ დარჩენილა. კაცს ხუთი წლით აეკრძალა ყოფილ შეყვარებულთან მიახლოება და 180 საათი ანაზღაურებადი საზოგადოებრივი სამუშაო დაეკისრა.

წყარო: mirror