ავტორი:

ვულკანიდან ლავის ნაცვლად ჰაერის რგოლები ამოდის - უიშვიათესი სანახაობა ეტნას თავზე

ვულკანიდან ლავის ნაცვლად ჰაერის რგოლები ამოდის - უიშვიათესი სანახაობა ეტნას თავზე

მსოფლიო გაოგნებულია ეტნას მთიდან ამომავალი რგოლების გამო. ვულკანური კვამლის რგოლები იშვიათია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა ბევრია და მეცნიერები ბოლო დრომდე არ არიან დარწმუნებულნი, როგორ წარმოიქმნა ისინი.

  • 2024 წლის 5 აპრილს, იტალიაში, სიცილიაში, მარია ლიოტას საკუთარი სახლიდან გადაღებული ფოტოების სერია აჩვენებს უცნაურ ფენომენს, რომელიც ცნობილია როგორც "ვულკანური კვამლის რგოლები".

გავრცელებული ინფორმაციით, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელზე პატარა კრატერი გაიხსნა, რის შემდეგაც ცაში გაზის რგოლები ამოდის.

ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. საშუალოდ, 3 თვეში ერთხელ ვულკანიდან ლავა იფრქვევა. ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს.

თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. 1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალიც კი შექმნეს.

წყარო: Associated Press

ნახეთ ასევე: