ავტორი:

ხონში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი წყლის არხში ჩავარდა - არსებული ინფორმაციით, დაშავდა 19 ადამიანი

ხონში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი წყლის არხში ჩავარდა - არსებული ინფორმაციით, დაშავდა 19 ადამიანი
  • ფოტო: Mega.TV

ხონში, სოფელ ნახახულევში ავტოავარია მოხდა. ქუთაისში მოქმედი ტელევიზიის, "მეგა TV"-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელშიც პოლონელი ტურისტები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 19 ადამიანი და ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფოო დახმარების ჯგუფები.