ავტორი:

"4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ" - რას ამბობს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი "ბეთლგრაუნდში“ მომხდარ აფეთქებაზე

"4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ" - რას ამბობს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი "ბეთლგრაუნდში“ მომხდარ აფეთქებაზე

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

  • როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.

"აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“,-განაცხადა ლაბუჩიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი“-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 მოქალაქე. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.