ავტორი:

ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობები რუსეთსა და ყაზახეთში - ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი, არიან გარდაცვლილებიც

ბოლო ათეული წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი წყალდიდობები რუსეთსა და ყაზახეთში - ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი, არიან გარდაცვლილებიც

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობამ ყაზახეთსაც მიაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩვეულებრივზე ბევრად უფრო უარესი სეზონური წყალდიდობა თოვლის დნობითა და გადაუღებელი წვიმითაა გამოწვეული.

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ წყალდიდობის გამო, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის 10 რეგიონიდან ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება, დროებით თავშესაფარში 12 000-მდე ადამიანია მოთავსებული.

  • ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურებაა, რაც ქვეყანას ბოლო 80 წლის განმავლობაში უნახავს.

მსგავსი სიტუაციაა რუსეთშიც, სადაც ხელისუფლებამ კაშხლის გარღვევის შემდეგ განაცხადა, რომ ორენბურგის ოლქში დაახლოებით 4500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, დაღუპულია 3 პირი.

რუსეთის ამინდის მონიტორინგის სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ორენბურგში მდინარე ურალზე წყლის დონე მომდევნო სამი დღის განმავლობაში სახიფათო ნიშნულს მიაღწევს. რეგიონალურმა ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ისინი წყალდიდობის პიკს სამშაბათს ელოდებიან და სიტუაციის სტაბილიზაციას 20 აპრილის შემდეგ ვარაუდობენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა