ავტორი:

როგორია სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა - რას აცხადებს გუგა ქაშიბაძე

როგორია  სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა - რას აცხადებს გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ქაშიბაძე, "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“,- აღნიშნა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.

ასევე იხილეთ: