ავტორი:

ლონდონის ერთ-ერთ პარკში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ლონდონის ერთ-ერთ პარკში ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

ლონდონის ერთ-ერთ პარკში პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვა - მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს (44 წლის მამაკაცი და 48 წლის ქალი). სხეულის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა, ექსპერტიზა რამდენიმე დღეში იგეგმება.

"მესმის, რომ ამ ფაქტმა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი სამუშაო დასრულებულია. დავადგინეთ, რომ ნაპოვნი ნაშთები ერთ ადამიანს ეკუთვნის. ამ დროისთვის მის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებთ. დამატებით ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გვაქვს მუდმივი კონტაქტი გამომძიებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების წევრებთან. მადლობას ვუხდი მათ მხარდაჭერისთვის" - ამბობს გამოძიების ხელმძღვანელი ინსპექტორი მარტინ თორპი.

დანაშაულის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.