Time Out-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლის რეგიონების რეიტინგი შეადგინა. კერძოდ, სულ 16 ასეთი ლამაზი ადგილი შეირჩა, რომელშიც სტეფანწმინდა ტოპ 10-ეულს ხურავს.
რეიტინგის ავტორი Time Out-ის ექსპერტი, ინდია-ჯეინ ტრეინორია, რომელიც წერს, რომ ნეპალის ბორცვებიდან კალიფორნიის სანაპირომდე პატარა ქალაქები და სოფლები დახვეწილობით, თავიანთი უცნაურობებითა და სილამაზით შეირჩა, ხოლო სიაში რამდენიმე “ნამდვილი დამალული საგანძურია,” რომელთა შორისაც ავტორი, სავარაუდოდ, სტეფანწმინდასაც გულისხმობს.
“ის, ასევე, ცნობილია, როგორც ყაზბეგი. სტეფანწმინდა მდებარეობს ხეობაში კავკასიონის მთებს შორის, რომლებიც საქართველოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის წინაშეა აღმართული.... წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დასახლებების ათეული.