ავტორი:

Credit Suisse-ი ივანიშვილისთვის 743 მლნ დოლარის გადახდას ასაჩივრებს

Credit Suisse-ი ივანიშვილისთვის 743 მლნ დოლარის გადახდას ასაჩივრებს

შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ბანკის მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 743 მლნ დოლარის გადახდა სასამართლოში გაასაჩივრა. ბანკის ადვოკატები კომპენსაციის ოდენობის შემდგომ შემცირებას ითხოვენ. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

2023 წლის მაისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს 926 მლნ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა, თუმცა თანხა იმავე წლის სექტემბერში ბიზნესმენის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით შემცირდა.

ცნობისთვის: ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა. ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, ხოლო 2019 წელს გაათავისუფლეს. თუმცა 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკოდრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს თავისი გარიგებების ზარალს კლიენტების ფულის ხარჯზე ფარავდა.

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2015 წელს უჩივლა, ხოლო 2023 წლის მაისის ბოლოს სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია კომპენსაციის გადახდით დაავალდებულა. სასამართლომ აღიარა, რომ Credit Suisse Trust-მა მოსარჩელეების წინაშე თავისი ვალდებულებები დაარღვია და რომ ის ტრასტის აქტივებს არ იცავდა. განაგრძეთითხვა