ავტორი:

კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა, წითელი ბარათის მიღების შემდეგ კი მსაჯს მუშტი მოუღერა - სკანდალური მატჩი საუდის არაბეთში (ფოტო/ვიდეო)

კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა, წითელი ბარათის მიღების შემდეგ კი მსაჯს მუშტი მოუღერა - სკანდალური მატჩი საუდის არაბეთში (ფოტო/ვიდეო)

საუდის არაბეთში სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. სადაც კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრი" და "ალ ჰილალს" დაუპირისპირდა. თამაში "ალ ჰილალის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მატჩი სკანდალური აღმოჩნდა: კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეს მკერდში იდაყვი ჩაარტყა. "ალ-ჰილალის" მცველი ალი ალ-ბულაჰი ცდილობდა ბურთის დაჭერაში ხელი შეეშალა, რა დროსაც რონალდუმ მას იდაყვი დაარტყა და წითელი ბარათი დაიმსახურა. ეს რონალდუს კარიერაში მე-12 წითელი ბარათია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პორტუგალიელ ვარსკვლავს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა, რონალდუმ მას მუშტი მოუღერა, თუმცა არ დაურტყამს.

🚨 Cristiano Ronaldo almost tried to punch Referee with the ball after he got sent off with the Red Card

Most arrogent footballer of all time 🤦pic.twitter.com/RiUxEwIDbA
— ACE (fan) (@FCB_ACEE) April 8, 2024

"ალ-ჰილალი" საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალში გავიდა, სადაც ის "ალ-იტიჰადს" დაუპირისპირდება.

კრიშტიანუ რონალდუ "ალ ნასრის" ფეხბურთელი ოფიციალურად 2022 წელს გახდა. იგი კლუბში 2025-წლამდე დარჩება. სათამაშო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რონალდუ 2030 წლამდე კლუბის ელჩი იქნება. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიშტიანუს ანაზღაურება "ალ ნასრში” კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.