ავტორი:

"ალტ-ინფოს“ ვურჩევ, დოკუმენტები სწორად შეავსონ - ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, ვიღაცებმა შევსება რომ არ იციან" - მდინარაძე

"ალტ-ინფოს“ ვურჩევ, დოკუმენტები სწორად შეავსონ - ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, ვიღაცებმა შევსება რომ არ იციან" - მდინარაძე

„კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ვურჩევ, რომ დოკუმენტები სწორად შეავსონ - ჩემთვის ერთ-ერთი კარგი დღე იქნებოდა, თუ [“ნაციონალურ მოძრაობას”] რაიმე შეცდომა ექნებოდა დოკუმენტებში და ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ პარტია რეგისტრაციაში ვერ მოხვდებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია “კონსერვატიული მოძრაობისთვის” რეგისტრაციის გაუქმებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში “ნაცმოძრაობაც” კი ახერხებს, რომ დოკუმენტები სწორად შეავსოს.

“კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს” ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად და თუ ამას ვერ გააკეთებენ, ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ. საქართველოში “ნაცმოძრაობაც” კი ჯერ კიდევ პარტიაა და ახერხებენ იმას, რომ დოკუმენტები სწორად შეავსონ. ჩემთვის ერთ-ერთი კარგი დღე იქნებოდა, თუ რაიმე შეცდომა ექნებოდათ დოკუმენტებში და ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ ისინი, როგორც პარტია, რეგისტრაციაში ვერ მოხვდებოდა. ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ, ვიღაცებმა შევსება რომ არ იციან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა.

საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.