ავტორი:

NASA-მ მთვარეზე "იდუმალი" ობიექტი დააფიქსირა - რა აღმოჩნდა სინამდვილეში?

NASA-მ მთვარეზე "იდუმალი" ობიექტი დააფიქსირა - რა აღმოჩნდა სინამდვილეში?

NASA-მ გასულ თვეში მთვარის ზედაპირთან ახლოს იდუმალი ობიექტი დააფიქსირა. ამის ამსახველი ფოტომასალა პარასკევს გამოაქვეყნეს. ფოტოები NASA-ს მთვარის დაზვერვის ორბიტერმა გადაიღო. სურათზე გამოსახული ობიექტი ძალიან წააგავს სერფინგის დაფას. New York Post-მა იგი Marvel-ის სუპერგმირის, Silver Surfer-ის დაფას შეადარა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უცნაური ობიექტი სამხრეთ კორეას ეკუთვნის - სინამდვილეში ის კორეის აეროკოსმოსური კვლევის ინსტიტუტის მთვარის ორბიტერი "დანურია". ფოტოზე მისი გამოსახულება დამახინჯებულია, რაც გამოწვეულია მასსა და NASA-ს ორბიტერს შორის არსებული სწრაფი ფარდობითი სიჩქარით.

"დანური“ კორეული სიტყვების -"მთვარისა“ და "მხიარულების“ აბრევიატურაა და სამხრეთ კორეამ 2022 წლის აგვისტოში, აშშ-დან, SpaceX-ის რაკეტით გაუშვა. ხომალდის ღირებულება 180 მილიონი დოლარია. იგი მთვარეს ყოველ ორ საათში ერთხელ უვლის გარშემო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა დანურის მიღწევებს ქვეყნის კოსმოსურ პროგრამაში ისტორიული მომენტი უწოდა.