ავტორი:

არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა

არც ნელა, არც სწრაფად! მხოლოდ რამზან კადიროვის ტემპში? - ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ძალიან სწრაფი და ძალიან ნელი საცეკვაო მუსიკა აკრძალა. ამის მიზეზად კონსერვატიულ მუსულმანურ რეგიონზე დასავლეთის "ბინძური" გავლენა დასახელდა.

ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა თქვა, რომ "ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოების ტემპი წუთში 80-116 დარტყმას უნდა შეესაბამებოდეს, რათა მუსიკა ჩეჩნურ მენტალიტეტსა და რიტმის შეგრძნებასთან სრულ თანხვედრაში იყოს", - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი.

"სხვა ხალხებისგან მუსიკალური კულტურის სესხება დაუშვებელია. ჩვენს მომავალ თაობას ჩეჩენი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენ თვითონ უნდა გადავცეთ. ეს ჩეჩნების ცხოვრების მორალური და ეთიკური სტანდარტების მთელ სპექტრს მოიცავს".

რუსული მედიის ცნობით, დადაევმა ადგილობრივ მუსიკოსებს 1-ელ ივნისამდე მისცა ვადა, რათა ხელახლა დაწერონ ისეთი მუსიკა, რომელიც ახალ წესებს არ შეესაბამება.

ჩეჩნეთის ეს კანონი, ფაქტობრივად, უკანონოს ხდის თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ჟანრებს, რომლებიც ჩვეულებრივ კლუბებში იკვრება, მათ შორის: ჰაუსს, ტექნოს, დაბსტეპსა და სხვა. ჰიპ-ჰოპ ჟანრის ზოგიერთი ნაწარმოებები თეორიულად მაინც ხვდება კანონიერების ფარგლებში, თუმცა უცნობია, მათ რა ბედი ეწევა.

ტრადიციული ჩეჩნური მუსიკა ხალკარან იიშს, ინსტრუმენტულ სიმღერებს მოიცავს, რომლებიც ცეკვების, მსვლელობებისა და დოღის თანხლებისთვის სრულდება. აქ ასევე გვხვდება გმირულ-ეპიკური ბალადები, რომლებიც ილი იიშის სახელითაა ცნობილი და ხშირად რუსული ბალალაიკის მსგავსი საკრავის საშუალებით სრულდება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა