ავტორი:

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მასკი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო ჭკვიანი გახდება, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. მის მიერ გამოთქმული ადრინდელი ვარაუდით, ეს 2029 წლისთვის უნდა მომხდარიყო, მაგრამ მილიარდერმა ვადები ბევრად უფრო დააჩქარა.

"ჩემი ვარაუდით, მომავალი წლის ბოლოსთვის ისეთი ხელოვნური ინტელექტი გვექნება, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანია",- თქვა მასკმა პლატფორმა X-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

შარშან AI-ის სწრაფი განვითარების შესახებ საუბრისას მასკი საკმაოდ შეშფოთებული ჩანდა და ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება დროებით უნდა შეჩერებულიყო.

  • "იმისთვის, რომ ტერმინატორის მომავალი თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია, რომ ტერმინატორის მომავალზე ვიფიქროთ",- დაასკვნა მასკმა და მიუთითა ფილმზე, რომელშიც მოაზროვნე კომპიუტერული სისტემა კაცობრიობას ებრძვის.

მიუხედავად ტექნოლოგიებში აქტიური ჩართულობისა, მასკის პროგნოზები ხშირად არ მართლდება. 2016 წელს მან არასწორად იწინასწარმეტყველა, რომ ორი წლის შემდეგ Tesla-ს ავტონომიურად მართვადი მანქანები ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე გადაადგილდებოდნენ. იმავე წელს მან განაცხადა, რომ თავისი სარაკეტო კომპანია SpaceX 2018 წელს მარსზე გაფრინდებოდა, რაც ჯერაც არ მომხდარა. 2017 წელს კი მასკმა ივარაუდა, რომ მისი ჩიპების სტარტაპ კომპანია თავის პირველ პროდუქტს ბაზარზე "დაახლოებით 4 წელიწადში" გაიტანდა. სამწუხაროდ, არც ეს წინასწარმეტყველება ახდა. ჩიპის იმპლანტი პირველ ადამიანს 7 წლის შემდეგ გადაუნერგეს, თუმცა მისი ბაზარზე გაყიდვა ჯერაც არ დაწყებულა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა