ავტორი:

"რუსულმა სამხედრო პოლიციამ სომხეთის ტერიტორიიდან "გაიტაცა" რუსეთის მოქალაქე, რომელმაც უკრაინაში ომზე უარი თქვა" - რას წერს მედია

"რუსულმა სამხედრო პოლიციამ სომხეთის ტერიტორიიდან "გაიტაცა" რუსეთის მოქალაქე, რომელმაც უკრაინაში ომზე უარი თქვა" - რას წერს მედია

რუსულმა სამხედრო პოლიციამ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ანატოლი შჩტენინი, რომელიც სამშობლოში დეზერტირად იყო გამოცხადებული და იძებნებოდა, რადგან უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა.

მედიის ცნობით, ის ამ დროისთვის 102-ე რუსული ბაზის ტერიტორიაზე ჰყავთ და რუსეთში წასაყვანად ამზადებენ. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის უფლებადამცველი ორგანიზაციის სომხური ფილიალის განცხადებით, შჩტენინის გატაცება არღვევს სომხეთის კანონებს.

  • უფლებადამცველებმა მიმართეს ქვეყნის გენერალურ პროკურატურას და შს სამინისტროს თხოვნით, რომ აღკვეთონ რუსის გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან და გაათავისუფლონ ის.

მედია წერს, რომ "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს სომხეთის ტერიტორიიდან იტაცებენ". გასული წლის ბოლოს დააკავეს დიმიტრი სერკატოვი, რომელმაც დატოვა რუსული არმია და გადავიდა სომხეთში, რათა არ მიეღო მონაწილეობა უკრაინაში შეჭრაში.

მართალია, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა მაშინ სერკატოვის დაკავებას უკანონო უწოდა, მაგრამ ის მაინც გაიყვანეს სომხეთის ტერიტორიიდან და ამ დრომდე უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას.